• Adobe InDesign
  • სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign -ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება.

    კურსი მოიცავს:

    ** პროგრამა Adobe InDesign-ის შესავალი, სახე, ახალი დოკუმენტის შექმნა.
    ** სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება. ტექსტთან მუშაობის რეჟიმები. სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა, ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაცია. ფერებთან მუშაობა.
    ** სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ფორმატის გამოსახულებების შემოტანა ბრძანება Place-ის საშუალებით; შემოტანილი გრაფიკული გამოსახულებების ფორმატირება, ობიექტისთვის ნიღბების დამატება და ველის ჩამოსაშლელი კონტურები (Clipping Path).
    ** გვერდი ოსტატი (Master): დამატებითი გვერდ ოსტატის შექმნა და წაშლა.
    ** გვერდ ოსტატის იერარქია და იმპორტირება; დოკუმენტის ავტომატური ნუმერაცია, მისი დამატებითი პარამეტრების გამოძახება და რედაქტირება; კოლონტიტულების შექმნა;
    ** ეფექტები: გრაფიკული ობიექტების დამატება ბიბლიოთეკაში და მათი გამოყენება.
    ** პალიტრა Effect; ფერის დადების რეჟიმი; გადაფარვის არის იზოლაცია და ამოჭრა ჯგუფში; გაბნევის ეფექტი; ჩრდილის ეფექტები; ობიექტის გამჭვირვალობა;
    ** სტილებთან მუშაობა: აბზაცის და სიმბოლოს სტილები; ტექსტის მოდელზე სტილის შექმნა; რედაქტირება, დუბლირება; სტილების იერარქია; სტილების იმპორტირება, წაშლა და ჩანაცვლება;
    ** (Table) ცხრილის შექმნა, პარამეტრები, რედაქტირება, გაფორმება; ცხრილის გარდაქმნა ტექსტად და პირიქით; ცხრილის სტილების შექმნა; ცხრილის იმპორტირება Microsoft Word და Microsoft Excel-იდან.
    ** ფაილების დაკავშირების მეთოდები; პალიტრა Links; კავშირების განახლება.
    ** ბუკლეტის, სარეკლამო სტატიის, წიგნის დაკაბადონების მაგალითები.
    ** სქოლიოების შექმნა და რედაქტირების ფანჯარა.
    ** პალიტრა Book (ფაილების გაერთიანება).
    ** პალიტრა layer (ფენებთან მუშაობა); ფენების შექმნა, რედაქტირება და გაერთიანება, იერარქია.
    ** სარჩევის შექმნა.
    ** საგნობრივი საძიებლის შექმნა.
    ** RGB-ის და CMYC-ის სამუშაო სივრცე.
    ** ბრძანება Package.
    ** დოკუმენტის ექსპორტირება: PDF ფაილის შექმნა.

    კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
    გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1:30 საათი.
    კურსის საფასური: 200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 250 ლარი (ინდივიდუალურად).