• Adobe photoshop
  • სწავლება მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, გაძლიერებული პრაქტიკით. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო პირობებით. გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიციური პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

    სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

    ** რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop მუშაობის პრინციპები
    ** გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტების და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება,
    ** ბრენდინგის ელემენტების დანიშნულება, მათი შემუშავება; აგრეთვე შეიძენს უნარს, დამოუკიდებლად აითვისოს სხვა გრაფიკული პროგრამები.

    მსმენელი შეძლებს:

    ** სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებებისა და ფოტოების დამუშავებას
    ** გრაფიკული პროგრამების დახმარებით ხატვას, სარეკლამო პლაკატის, პოსტერის, ლოგოს, ბროშურის, კლიპარტის, სავიზიტო ბარათის შექმნას.
    ** ვებ-საიტების ესკიზების და მაკეტების შექმნას და ა.შ.


     

  • კურსის ხანგრძლივობა: 16 გაკვეთილი (პროფესიონალური კურსი)
    გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1,5 საათი
    კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად)
    200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი)