• მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსაზადებელი კურსი
  • გლობალურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მთარგმნელ-თარჯიმნებზე, ამიტომ "ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრმა (GCEC)" ქართველ, ინგლისელ და კანადელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს მთარგმნელ-თარჯიმანის პროფესიას.

    კურსს უძღვებიან კვალიფიციური ინგლისელი და ქართველი პედაგოგები, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები; ვიდეო და აუდიო მასალები; ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.

    კურსის ამოცანაა, გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები. კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით. გარკვეული ხანგრძლივობის ტექსტის მოსმენას დამახსოვრებას, გამართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.

    კურსის მიზანია:

    ** ზეპირი და წერითი თარგმანის დახვეწა და გაღრმავება
    ** თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
    ** აზრის გამოხატვის, დამახსოვრების და მსჯელობის უნარის განვითარება
    ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების დახვეწა
    ** მეტყველების ტექნიკის დამუშავება
    ** ლექსიკური მარაგის გაღრმავება
    ** თარგმნისა და ენობრივ სირთულეებში გარკვევა
    ** დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის განვითარება
    ** ინგლისური ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება
    ** სხვადასხვა ტიპის ტექსტების (სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური) გაგება, თარგმნა, ანალიზი და ინტერპრეტაცია.


  • კურსის ხანგრძლივობა: ხუთი თვე
    გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში.
    მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4- 6 კაცი
    გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (3-4 კაცის შემთხვევაში), 2 საათი (4-5 კაცის შემთხვევაში)
    კურსის ღირებულება თვეში: 185 ლარი
    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი