• ლოგისტიკა
  • ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს მატერიალური ნაკადების მიმოქცევა, რაც ცხადია აისახება კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებზეც. ტვირთბრუნვის ორგანიზაცია თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ხდება. სადღეისოდ ვერცერთი კომპანია ვერ იქნება წარმატებული, თუ არ მოაგვარა ნედლეულითა და საწყისი მაკომპლექტებლებით მომარაგებისა და მზა პროდუქციის კლიენტებამდე მიწოდების პრობლემები. ეს კი მოითხოვს ტრანსპორტირების, შესყიდვების, მარაგების და საწყობების მართვის, აგრეთვე მატერიალური ნაკადების თვით ფირმაში გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიან ცოდნას.

    კურსი განკუთვნილია, როგორც ლოგისტიკური, სადისტრიბუციო, სასაწყობე და სატრანსპორტო, ასევე, ნებისმიერი კომპანიის ლოგისტიკის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის.

    ტრენინგის პროგრამა:

    თემა 1. ლოგისტიკის არსი, ფუნქციები ამოცანები და წარმოშობის ისტორია.
    თემა 2 . ლოგისტიკის კონცეფციები
    თემა 3. შესყიდვების (მომარაგების) ლოგისტიკა

    თემა 4. ტრანსპორტირების (გადაზიდვების) ლოგისტიკა
    თემა 5. საწარმოო პროცესების და მომსახურების ლოგისტიკა

    თემა 6. გასაღება-განაწილების (მარკეტინგული) ლოგისტიკა
    თემა 7. მარაგების ლოგისტიკა
    თემა 8. საწყობის როლი ლოგისტიკაში
    თემა 9. შეფუთვა
    თემა 10. თანამედროვე ლოგისტიკური სისტემების ფორმირება.
    თემა 11. ლოგისტიკის ორგანიზაცია და მენეჯმენტი.
    თემა 12. გლობალური ლოგისტიკა

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე (კვირში 2 ლექცია)
    ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი

    მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ–კანადური სერთიფიკატი