ჩვენს შესახებ

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრის" მიზანია, საქართველოში განათლების დონის გაუმჯობესება, ჩვენი სასწავლო ცენტრი აქტიურად არის ჩართული კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათ დასაქმებაში, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ცენტრი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქციებში. უამრავ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაიაროს სხვადასხვა სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ჩვენი სასწავლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას საბანკო- საფინანსო სფეროში,ტურისტულ კომპანიებში, ფარმაცევტულ ბაზებსა და აფთიაქებში დასაქმების პერსპექტივით.

"ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრმა" 2013 წელს ასევე დაარსა "ქართულ-კანადური ბიზნეს ცენტრი" რომლის ძირითად საქმიანობას  საკონსულტაციო, საბუღალტრო  და სატრენინგო მომსახურების სფეროები წარმოადგენს "ქართულ-კანადურმა ბიზნეს ცენტრმა" უამრავი პროექტი განახორციელა წარმატებით და მრავალი პარტნიორი შეიძინა.

 "ქართულ-კანადური ბიზნეს ცენტრი" დაკომპლექტებულია კვალიფიციური, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრებით, რომლებიც უკვე მრავალი წელია საბუღალრო,  საკონსულტაციო და ასევე სატრენინგო მომსახურებას  ბიზნესის სხვადასხა სფეროში მომუშავე კომპანიებს უწევენ.